წინაპირობა

ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ პოფესიული კოლეჯების სტედენტებს,  რომლებსაც  გავლილი აქვთ მე-3 საფეხურის „IT მხარდამჭერი“-ს პროგრამის შემდეგი პროფესიული მოდულები ან გააჩნიათ ამ მოდულების შესაბამისი ცოდნა. 2018 წლის საგაზაფხულო ან/და საშემოდგომო ნაკადის სტუდენტები.

  • ოლიმპიადის პირველი ეტაპისთვის: მოდული 0611201. კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული უზრუნველყოფა და მოდული 0611202. კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა
  • ფინალური ეტაპისათვის: მოდული 0611203. კომპიუტერული ქსელის ორგანიზებისა და გამოყენების პრინციპები და მოდული 0611206. კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების უსაფრთხოება და პრობლემების აღმოფხვრა.

 

ოლიმპიადის ჩატარების ეტაპები

ოლიმპიადა ჩატარდება 2 ეტაპად:

  • პირველი ტური ჩატარდება პროფესიულ კოლეჯებში და კოლეჯის მიერ დაკომპლექტებული ჟიური გამოვლენს გამარჯვებულებს (საუკეთესო სამეულს).
  • ფინალური ტური, ჩატარდება ერთ ლოკაციაზე ან დისტანციურად ვიდეო კონფერენციის რეჟიმში და გამოვლენილ იქნება 4 გამარჯვებული სტუდენტი.

 

პრიზები

სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულები ორივე ეტაპზე დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით, მათ შორის ორგანიზაციების (დამსაქმებელთა) მიერ დაწესებული პრიზებით.

 

IT სტუდენტური ოლიმპიადაზე რეგისტრაციისთვის დაკლიკეთ აქ