ძვირფასო მეგობრებო,

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ თქვენს თანადგომასა და თანამშრომლობისთვის და გაგიზიაროთ ინფორმაცია მიმდინარე სტუდენტური ოლიმპიადის შესახებ.

IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის (IT კლასტერი) ინიციატივით, 29 მაისს გაიმართა მე-2 ყოველწლიური ოლიმპიადის პირველი ტური IT მახარდამჭერის სპეციალობაში (IT support specialist). ამ ტურში მონაწილეობა მიიღო საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა კოლეჯის სტუდენტმა — სულ 150-ზე მეტი სტუდენტი 11 რეგიონული და თბილისის 3 კოლეჯიდან.

მონაწილე კოლეჯების სია:

  • პროფესიული კოლეჯი "თეთნულდი" – მესტია
  • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ოპიზარი" – ახალციხე
  • პროფესიული კოლეჯი "ჰორიზონტი" – ოზურგეთი
  • პროფესიული კოლეჯი "ლაკადა" – ჯვარი
  • პროფესიული კოლეჯი "ფაზისი" – ფოთი
  • პროფესიული კოლეჯი "მოდუსი" – რუსთავი
  • საზოგადოებრივი კოლეჯი "აისი" – კაჭრეთი
  • პროფესიული კოლეჯი "იბერია" – ქუთაისი
  • საქართველოს ბიზნესის აკადემია – თბილისი
  • საზოგადოებრივი კოლეჯი "ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია" – თბილისი
  • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "მერმისი" – თბილისი
  • საზოგადოებრივი კოლეჯი "გლდანის პროფესიულური მომზადების ცენტრი" – თბილისი
  • სსიპ პროფესიული კოლეჯი "ბლექსი" – ბათუმი
  • სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ახალი ტალღა" – ქობულეთი

ყოველი კოლეჯიდან გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებიც ივნისში დაგეგმილ ფინალურ ტურში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც საბოლოოდ გამოვლინდება 4 გამარჯვებული სტუდენტი.

ფინალური ტურის გაშუქება განხორციელდება მედიის საშუალებებით, და ამ პროცესში გამოყენებული იქნება თქვენი ორგანიზაციის ლოგო პარტნიორის კომპანიად. ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ გამოგვიგზავნოთ შესაბამისი შეთანხმება.

მოხარული ვიქნებით, თუ თქვენი წარმომადგენელი შეძლებს ფინალურ ტურზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრებას.