სტუდენტური ოლიმპიადა IT-ს მხარდამჭერ სპეციალობაში

2025 წლის მაისში, პროფესიული უნარების სააგენტოს ქვეპროგრამის  „ექსტრაკურიკულური აქტივობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, ჩატარდება სტუდენტური ოლიმპიადა “ინფორმაციის ტექნოლოგიების მხარდამჭერ” სპეციალობაში, პროფესიული კოლეჯების/სკოლების სტუდენტებს/მოსწავლეებს შორის.

აღნიშნული ოლიმპიადა მესამედ ტარდება და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს.

პროექტის პარტნიორები არიან:

  • IT კომპანიები;

  • Cisco Systems ქსელური აკადემია;

  • დარგობრივი ასოციაცია;

  • დამსაქმებლები.

 

ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია გაიაროთ ონლინ რეგისტრაცია.