2025 წლის 21 ივნისს IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტური ოლიმპიადა IT-ს მხარდამჭერ სპეციალობაში, დასკვნითი ტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პროფესიული კოლეჯებისა და საჯარო სკოლების სტუდენტებმა მთელი საქართვლოს მასშტაბით.

პროექტი ხორციელდება პროფესიული უნარების სააგენტოს ქვეპროგრამის „ექსტრაკურიკულური აქტივობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში

ოლიმპიადის დასკვნითი ეტაპი მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოსა და ონლაინ ტესტურებას. ამგვარად მონაწილეებს საშუალება მიეცათ წარმოეჩინათ თავიანთი ტექნიკური ცოდნა და პროფესიული უნარები ისეთ სფეროებში, როგორიცაა IT მხარდაჭერა, კომპიუტერული სისტემები, ქსელები და რეალურ სიტუაციაში ტექნიკური პრობლემების მოგვარება.

ღონისძიების მასპინძელი გახლდათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ოლიმპიადის მთავარი მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების პრაქტიკული ცოდნის, პროფესიული უნარების და მოტივაციის ზრდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში წარმატებული კარიერისათვის.