9 ოქტომბერი, 2018

„კომიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი“ საჯარო განხილვა

25 აპრილს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა მე-4 დონის პროფესიული პროგრამის „კომიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი“ საჯარო განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრის და რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები. პროგრამა წარადგინა პროექტის სტანდარტების კოორდინატორმა ეკა ჩიკაშუამ. ჩარჩო დოკუმენტის და მოდულების დაწვრილებითი განხილვისას გამოითქვა ყურადსაღები რეკომენდაციები და შენიშვნები, რომელთა გათვალისწინების მიზნით გაიმართება კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა პროფესიული კოლეჯებისა და დამსაქმებლების თანამონაწილეობით.