პროფესიული კოლეჯი „თეთნულდი“ და პროექტის განმახორციელებელი გუნდი აგრძელებს ახალი სახელობო მოდულური პროგრამის განვითარებას ინფორმაციის ტექნოლოგიებში. დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, დამსაქმებლების, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენელთა ჩართულობით შემუშავებული პროგრამის „კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ტექნიკოსი“ ჩარჩო დოკუმენტი და შესაბამისი მოდულები წარდგენილი იქნა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ამჟამად, პროგრამის ავტორები დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ ცენტრის თანამშრომლების მხრიდან მიღებულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.