9 ოქტომბერი, 2018

შეხვედრები გერმანელ დამსაქმებლებთან

10-13 ოქტომბერს კოლეჯის, პროექტის და დამსაქმებლების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაცია ეწვია სწავლების დულურ სისტემაში ჩართულ გერმანულ კომპანიებს. 11 ოქტომბერს ქალაქ რატინგენში, კომპუტერულ ცენტრში (GmbH Computer Center) გამართულ შეხვედრაზე მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს დუალური განათლების პრაქტიკის ნაწილის მნივნელობას დამსაქმებლებისთვის. მათ ასევე ამომწურავად უპასუხეს ქართველი სტუმრების კითხვებს იმის შესახებ, თუ რა მექანიზმები განსაზღვრავს დამსაქმებელთა აქტიურ ჩართულობას და მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას პროფესიული განათლების სისტემაში.

ბერლინში სისკოს და HP-ს ოფისებში გამართული შეხვედრებისას ქართული დელეგაცია გაეცნო ტექნოლოგიური ლიდერების მიერ განვითარებულ იმ ინოვაციებს, რომელთა გამოყენებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, სტუდენტებისთვის საინტერესოს და მიმზიდველს გახდის სწავლის პროცესს.