9 ოქტომბერი, 2018

IT Essential ქართულად – თქვენი პირველი ნაბიჯი IT კარიერისთვის

მიმდინარე პროექტის ფარგლებში ინფორმაციის ტექნოლოგიების სპეციალისტების ჩართულობით ითარმნა სისკოს პროგრამა IT Essential-ის სასწავლო კურსი, რომელიც განთავსდა სისკოს საერთაშორისო აკადემიის პლატფორმაზე (cisco.netacad.net) და ხელმისაწვდომია სისკოს აკადემიაში ჩართული ყველა ინსტრუქტორისა და სტუდენტისათვის.

IT Essential-ის სასწავლო კურსი შექმნილია ინფორმაციის ტექნოლოგიების შემსწავლელთათვის და მოიცავს კომპიუტერის ძირითადი და პერიფერიული მოწყობილობების აგებულებას და მუშაობის პრინციპებს, რაც ეხმარება სტუდენტს გამოიმუშავოს კარიერული უნარ-ჩვევები ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. IT Essential-ის სასწავლო კურსი მოიცავს პრაქტიკულ ლაბორატორიულ სამუშაოებს. სიმულაციური პროგრამები ეხმარება სტუდენტებს განავითარონ თავიანთი უნარ-ჩვევები პრობლემების გადასაჭრელად და ასევე გაიმყარონ მიღებული თეორიული ცოდნა. აღნიშნული კურსი მოიცავს:

  • კომპიუტერის და მობილური მოწყობილობების მუშაობას;
  • უსაფრთხოების პრობლემების იდენტიფიკაცია/ღმოფხვრას. ანტივირუსული პროგრამების ინსტალაციას, განახლებას და გამართვას;
  • კომპიუტერის და მობილური მოწყობილობების ოპერაციული სისტემების ინსტალაცია/კონფიგურაციას.
  • კურსში ინტეგრირებული ტესტების საშუალებით ცოდნის შეფასებას.