კურსის აღწერა
კურსი კიბერუსაფრთხოების შესავალი იკვლევს ვირტუალური უსაფრთხოების საკითხებს – თუ როგორ დაიცვათ თქვენი პერსონალური მონაცემები და პრივატულობა ინტერნეტში და განსაკუთრებით, სოციალურ მედიაში და რატომ ხდება დამსაქმებლების მიერ უფრო და უფრო მოთხოვნადი კიბერუსაფრთხოების ცოდნა.
თქვენ შეისწავლით თუ რა არის კიბერუსაფრთხოება და რას წარმოადგენს ეს თქვენთვის, როგორც პროფესიონალისთვის. გაიგებთ ყველაზე გავრცელებული საფრთხეების, შეტევების და მოწყვლადობის შესახებ; მიხვდებით, რატომ იცავენ ორგანიზაციები საკუთარ ოპერაციებს და რატომ იზრდება მოთხოვნა უსაფრთხოების თანამშრომლებზე. თვითმასწავლებელ კურსში ჩართული აქტივობები და ქვიზები გაზრდის თქვენ მიერ ამ კურსის გაგების შესაძლებლობებს. ამასთან, შეუერთდებით ცისკოს გლობალურ ქსელურ საზოგადოებას.
სასწავლო პროგრამა
თავი 0 – კურსის შესავალი
თავი 1 – კიბერუსაფრთხოების საჭიროება
თავი 2 – შეტევები, კონცეფციები და ტექნიკები
თავი 3 – პრივატულობისა და პირადი ინფორმაციის დაცვა
თავი 4 – ორგანიზაციის უსაფრთხოება
თავი 5 – იქნება თქვენი მომავალი კიბერ უსაფრთხოებაში?