2017 წლის 31 ოქტომბერს პროფესიულმა კოლეჯმა „თეთნულდმა“ და პროექტის განმახორციელებელმა გუნდმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიული განათლების მეორე საერთაშორისო კონფერენციასა და გამოფენაში „პროფესიები მომავლისთვის”, რომელიც გაიმართა სასტუმრო „ბილტმორში”, თბილისი, საქართველო.
კონფერენციის მთავარი მიზანი იყო ქვეყანაში პროფესიული განათლების პრესტიჟის ამაღლება სახელობო პროფესიების შესაძლებლობების, მათზე ხელმისაწვდომიბისა და დასაქმების პერსპექტივების ჩვენების გზით.
კონფერენციის განმავლობაში გაიმართა პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის” ფარგლებში დაფინანსებული ახალი პროფესიული პროგრამების გამოფენა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 250-მდე უცხოელმა და ქართველმა დელეგატმა სახელმწიფო და არასამთავრობო უწყებებიდან, ბიზნეს სექტორის და პროფესიული / საზოგადოებრივი კოლეჯების წარმომადგენლებმა.