ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ იმ პოფესიული კოლეჯების სტუდენტებს და საშუალო სკოლის მოსწავლეებს, სადაც ხორციელდება მე-3 საფეხურის – „ინფორმაციის მხარდამჭერი სპეციალისტი“ შესაბამისი პროფესიული პროგრამა და გააჩნიათ შემდეგი მოდულების შესაბამისი ცოდნა:
- კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების აპარატურული უზრუნველყოფა.
- კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფა.
- კომპიუტერული ქსელის ორგანიზებისა და გამოყენების პრინციპები.
- კომპიუტერის და პერიფერიული მოწყობილობების უსაფრთხოება და პრობლემების აღმოფხვრა.
- მობილური, Linux და OS X ოპერაციული სისტემები.