8 ოქტომბერი, 2018

    სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია

    პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის და კოლეჯების ინსტრუქტორებისათვის ცისკოს საერთაშორისო სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია კოლეჯ „აისში“ 1 დეკემბერს გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ინფორმაციის ტექნოლოგიის პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის განვითარებას მისი მისიის, მიზნების, გამოწვევებისა და უპირატესობების შესახებ სამიზნე კოლეჯებისა და დაინტერესებულ მხარეთა ინფორმირების გზით. შეხვედრის დროს მოხდა პროექტის სხვა მიღწევებისა და შედეგების დემონსტრირებაც. ამასთან, სამიზნე კოლეჯების იმ ინსტრუქტორებს, რომელთაც პროექტის ფარგლებში გაიარეს ტრენინგი ცისკოს პროგრამაში „ინფორმაციის ტექნოლოგიის საფუძვლები“ და წარმატებით ჩააბარეს შესაბამისი გამოცდა, გადაეცათ ტრენერთა სერტიფიკატები.

    ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, MCC/MCA-ს, IT დამსაქმებლებისა და პარტნიორი კოლეჯების წარმომადგენლები დაესწრნენ.

    იხილეთ ფოტო გალერეა