8 ოქტომბერი, 2018

    დაჯილდოება და მემორანდუმი

    IT პროფესიული საგანმანათლებლო ქსელის ოფიციალურ პრეზენტაციას თან ახლდა ორი მნიშვნელოვანი მოვლენა: სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება და მემორანდუმის გაფორმება ქსელსა და IT დამსაქმებლებს შორის. ამჯერად ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციასთან (TOA).