9 ოქტომბერი, 2018

შეხვედრა პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის წარმომადგენლებთან

11 ოქტომბერს, პროექტის დელეგაცია შეხვდა პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტის წარმომადგენლებს ქალბატონ ანა შმიტპოტსა და ბატონ ჰენრიკ შვარცს. გერმანულმა მხარემ ქართველ სტუმრებს გააცნო პროფესიული განათლების სტრუქტურა, ინსტიტუტის საქმიანობა, ფუნქციები და როლი ამ სტრუქტურაში. შეხვედრის განმავლობაში დუალური სწავლების არსი, დადებითი მხარეები და გამოწვევები დაწვრილებით იქნა განხილული. თავის პრეზენტაციაში ბატონი შვარცი შეეხო პროფესიული სტანდარტების განახლების საკითხსაც. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის და გერმანული მხრიდან კონსულტაციების მიღების სურვილი გამოითქვეს.